Accentnews.ge
კიევი: რუსეთმა ხერსონის ცენტრალურ რაიონებს დაარტყა, არიან დიდი რაოდენობით დაღუპულები და დაჭრილები

კიევი: რუსეთმა ხერსონის ცენტრალურ რაიონებს დაარტყა, არიან დიდი რაოდენობით დაღუპულები და დაჭრილები

30/08/2022 08:00:41 მსოფლიო

რუსეთმა ხერსონის ცენტრალურ რაიონებს დაარტყა, არიან დიდი რაოდენობით დაღუპულები და დაჭრილები, - იუწყება თავის ტელეგრამ-არხში ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი.

იგი მოქალაქეებს თავშესაფრებში დამალვისკენ მოუწოდებს.

ქალაქ ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით კი, დღის დასაწყისიდან ქალაქმა 8 რუსული თავდასხმა განიცადა.

"ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ცნობილია ხარკოველების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ. თავდასხმა განხორციელდა ასევე კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც მიმდებარე სახლებში ფანჯრები ჩაიმსხვრა" - იუწყება ტერეხოვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S