Accentnews.ge
პენტაგონი:რუსული ჯარის რიცხოვნობის გაზრდა, მაღალი ალბათობით, ვერ მოხერხდება

პენტაგონი:რუსული ჯარის რიცხოვნობის გაზრდა, მაღალი ალბათობით, ვერ მოხერხდება

30/08/2022 07:47:53 მსოფლიო

პენტაგონის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც უკრაინაში ომის მსვლელობისას ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ჯარის რიცხოვნობის ზრდის მცდელობისას დიდ სირთულეებს აწყდება და პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულება სამხედრო მოსამსახურეების 1მლნ 150 ათასამდე გაზრდის შესახებ, მაღალი ალბათობით, ვერ შესრულდება, - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

"ნაკლებ სავარაუდოა, ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდეს, რადგან წარსულში რუსეთმა ვერ მიაღწია ჯარის დაგეგმილ რიცხოვნობასა და სიძლიერეს. რეალურად, უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის ჯარში ცოცხალი ძალის დაახლოებით 150 ათასი ერთეული იყო დაუკომპლექტებელი. ხოლო ახალაყვანილი კონტრაქტორების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკოვანია, მოუმზადებელი და ცუდად გაწვრთნილიეს და სხვა ფაქტორები აიძულებს პენტაგონის ანალიტიკოსებს დაასკვნან, რომ რუსული ჯარის რიცხოვნობის გაზრდის მცდელობა პუტინის არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას არ მოიტანს" - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის: აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კოლინ კოლმა რუსეთის მიერ უკრაინაში, ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის სახით განცდილი დანაკარგი 70-80 ათას ადამიანად შეაფასა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S