პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 1136 ადამიანი დაიღუპა
30/08/2022 06:49:34 მსოფლიო
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 1136 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის გამო დაზარალდა 33 მილიონზე მეტი პირი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 15%-ზე მეტია.
ძლიერმა წვიმამ ასევე წაიღო გზები, ნათესები, სახლები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა.
ქვეყნის მინისტრი დაგეგმარების საკითხებში აჰსან იკბალი აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, ქვეყანას დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მიაყენა:
"ვფიქრობ, იქნება უზარმაზარი ზარალი. წინასწარი შეფასებით, ის ჯერ–ჯერობით 10 მილიარდ დოლარზე მეტია".
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი შეექმნება უახლოეს კვირებსა და თვეებში.


