Accentnews.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

30/08/2022 06:45:47 საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შედეგები 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

„დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S