სერბეთი რუსული ენერგომატარებლების გარეშეც გაძლებს - ვუჩიჩი
29/08/2022 20:13:52 მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები, უზრუნველყოს მოსახლეობა არარურული ენერგორესურსებით,– იუწყება Reuters.
„ჩვენ უნდა გადავიხადოთ ევროპის მიწაზე ომის ფასი“, - თქვა ვუჩიჩმა და ირწმუნება, რომ სერბები ამის გამო არ დაზარალდებიან: „ჩვენ ავიღებთ (ნავთობას ერაყში)... ასევე ვეცდები ვენესუელასთან მოლაპარაკებას“.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არსებული გაზის მარაგი 60 დღისთვის იქნება საკმარისი, თუ ასევე გამოყენებულ იქნება მეზობელ უნგრეთში არსებული რეზერვებიც.
გარდა ამისა, ბელგრადი ეძებს დამატებით ნახშირს თბოელექტროსადგურებისთვის, რომლებიც გამოიმუშავებენ ქვეყნის ელექტროენერგიის ორ მესამედზე მეტს. კერძოდ, იგეგმება დაახლოებით ორი მილიონი ტონის ჩინეთიდან და ინდონეზიიდან შეძენა.
სერბეთი, რომელიც დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, იძულებული გახდა, გადაეხედა თავისი პოლიტიკა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემდეგ. ქვეყანა ემზადება აზერბაიჯანიდან გაზის შესაენად.
ივნისში ვუჩიჩი გამოვიდა გაფრთხილებით რთული ზამთრის შესახებ, რადგან ქვეყანა ვერ შეძლებს რუსული ნავთობის იმპორტს ნოემბრიდან.


