„კადიროველების“ მეთაური მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში ამხილეს
29/08/2022 19:26:28 მსოფლიო
უკრაინის უშიშროების სამსახურმა "ახმატის" მეთაური კიევის რეგიონის ხუთი მოსახლის მკვლელობაში დაადანაშაულა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ მოახდინეს კიდევ ერთი ჩეჩენი ჯარისკაცის იდენტიფიცირება, რომელიც ეჭვმიტანილია კიევის რეგიონში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში.
კერძოდ, უწყების ცნობით, ეს არის იზნაურ მუსაევი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმის „ახმატის“ მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უკრაინის კიევის ოლქის სოფელ მიკულიჩის აღებაში.
„მუსაევმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რათა თავიდან აეცილებინათ მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა, ხალხი დახვრიტეს “, - ნათქვამია ანგაროშში.
ამავე წყაროს ცნობით, „მუსაევის პირველი მსხვერპლი იყო 57 წლის ადგილობრივი:
„მაიორმა მოხუცი აიძულა, დაჩოქილიყო, შემდეგ კი პისტოლეტიდან ესროლა თავის არეში“.
მუსაევს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში, რაც გულისხმობდა განზრახ მკვლელობას.
მაისის დასაწყისში სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბუჩაში ქალაქის ოკუპაციის დროს, მათ შორის, ჩეჩნეთიდან სამი დანაყოფი და რუსეთის გვარდიის სპეცრაზმი იყო. კიევის მისადგომებიდან რუსი სამხედროების უკან დახევის შემდეგ ქალაქის ქუჩებში ცხედრები იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული და თავში ნასროლი.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ შეაგროვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვისა და მისი ორი ხელქვეითის – დანიილ მარტინოვისა და ჰუსეინ მეჟიდოვის მიერ ადენილი „ომის დანაშაულების უდავო მტკიცებულებები“. მანამდე უკრაინის დაზვერვის სამსახურმა ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმის (OMON) მეთაურს ანზორ ბისაევს და რამზან კადიროვის თანამოაზრე არასრულწლოვნის წამებაში დაადანაშაულა.


