Accentnews.ge
სომხეთმა სირიიდან სომხების ევაკუაცია დაიწყო

სომხეთმა სირიიდან სომხების ევაკუაცია დაიწყო

10/10/2019 13:36:52 სხვა, მსოფლიო

სომხეთმა სირიიდან სომხების ევაკუაცია დაიწყო. როგორც სომხური მედია იუწყება, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც თურქეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, სომხებიც ცხოვრობენ. კერძოდ, თელ აბიადში მცხოვრები სომხური ოჯახების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანა მიმდინარეობს.

ცნობისთვის: გუშინ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთული შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი, ხოლო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S