ბაღდადში შიიტი იმამის მხარდამჭერები მთავრობის სასახლეს შტურმით იღებენ
29/08/2022 16:22:58 მსოფლიო
ერაყში გავლენიანი შიიტი იმამის მუქტადი ას-სადრის მხარდამჭერები შტურმით იღებენ მთავრობის სასახლეს, რომელიც ე.წ მწვანე ზონაში მდებარეობს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, რამდენიმე ათეული ადამიანი შენობაში უკვე შეიჭრა.
ცნობისთვის:ადგილობრივი დროით 15:30სთ-დან ბაღდადში კომენდანტის საათია შემოღებული.


