Accentnews.ge
NASA-მ მთვარეზე Artemis I-ს გაშვება გადადო

NASA-მ მთვარეზე Artemis I-ს გაშვება გადადო

29/08/2022 13:26:19 მსოფლიო

NASA-მ მთვარეზე Artemis I-ს გაშვება გადადო. რაკეტა მთვარეზე დღეს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ მისი გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო.

როგორც CNN იუწყება, Artemis I -ს გაშვება გადაიდო მას შემდეგ, რაც გუნდმა ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა რაკეტის ოთხი ძრავიდან ერთ-ერთზე. პრობლემა გაშვებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე აღმოაჩინეს. რაკეტის გაშვების შემდეგი შესაძლებლობა არის 2 სექტემბერს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება ტესტირება.

ცნობისთვის: Artemis I სატესტო ფრენა ეკიპაჟის გარეშე ჩაივლის და საფუძველს ჩაუყრის კოსმოსის ღრმა შესწავლის ახალ ფაზას, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის მთვარეზე დაბრუნებასა და მის მიღმა გასვლაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S