Accentnews.ge
შეიარაღებული ძალები:უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

შეიარაღებული ძალები:უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

29/08/2022 11:30:42 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში რუსების თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შესახებ იუწყებიან.

კერძოდ, "კახოვკის" ოპერატიული დაჯგუფების წარმომადგენლების ინფორმაციით, ბრძოლის შედეგად ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა თავის პოზიციები დატოვა, ხოლო რუსი მედესანტეები, რომლებიც პოლკს ეხმარებოდნენ ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.

"კახოვკამ" გამოაქვეყნა ვიდეო , რომელზეც სავარაუდოდ რუსი სამხედრო 29 აგვისტოს უკრაინული ძალების მიერ რუსული თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევას ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინელები შეტევას განაგრძობენ.

"კახოვკას" დაჯგუფებაში ასევე აცხადებენ,. რომ HIMARS-ებით განადგურებულია ხერსონის ოლქში არსებული ყველა დიდი ხიდი, დარჩენილია მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები, რუსული ჯარი კი ყირიმის ტერიტორიიდან დამხმარე ძალისა და შეიარაღების მიწოდების გზების გარეშე დარჩა.

"უკრაინისთვის ეს ბრწყინვალე შანსია საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად" - ნათქვამია "კახოვკას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S