უკრაინის პრეზიდენტმა დემნა გვასალია დააჯილდოვა
29/08/2022 11:15:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცნობილი ქართველი დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მესამე ხარისხის ორდენით "დამსახურებისთვის" დააჯილდოვა, ჯილდო ასევე ქართული ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" მმართველი საბჭოს წევრ ლანა ღვინჯილიას გადაეცა.
უკრაინის პრეზიდენტმა ამ დღეებში არაერთი უცხოელი პოლიტიკოსი, ხელოვანი და ჟურნალისტი დააჯილდოვა.
ცნობისთვის: დემნა გვასალია უკრაინის დასახმარებლად შექმნილი პლატფორმის UNITED24 ელჩი გახდა. ამ პროექტოსთვის Balenciaga-მ შექმნა სვით შოთი უკრაინული დროშითა და ღერბით. გაყიდვებიდან მთელი შემოსავალი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.


