
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად კლინიკაში შვეიცარიელი ექსპერტიც მივიდა
29/08/2022 08:54:07 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" შვეიცარიელი ექსპერტი მივიდა. მანამდე სააკაშვილთან ამერიკელი სპეციალისტი ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი მივიდა.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უახლოეს საათებში საქართველოში მომდევნო დღეებში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან.
უცხოელი სამედიცინო ექსპერტები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და საქართველოში სულ მცირე 3 დღით დარჩებიან. უახლოეს დღეებში მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებთან და სააკაშვილის ოჯახის წევრებთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე უწყებას თანხმობა გაცემული აქვს.