Accentnews.ge
რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიის #LimesCongress2024 ბათუმში ჩატარდება

რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიის #LimesCongress2024 ბათუმში ჩატარდება

29/08/2022 08:03:52 საზოგადოება, რეკლამა

აჭარის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ვარშავის უნივერსიტეტისა და არქეოლოგიური ჯგუფის ჩართულობით პირველად საქართველოში, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.

როგორც "აქცენტს" აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, "2022 წლის, 22-27 აგვისტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ზაურ ახვლედიანი, სააგენტოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი ლაშა ასლანიშვილი და სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე ნიდერლანდებში, ქალაქ ნაიმეგენში, #ლიმესკონგრესი2022 მონაწილებდნენ".

ლიმეს კონგრესი 1949 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ყოფილი "Imperium Romanum" (რომის იმპერიის) გავრცელების არეალში იმართება. ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები იღებენ. ამ წელს კონგრესს 35 ქვეყნის 500-მდე დელეგატი დაესწრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S