Accentnews.ge
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

29/08/2022 08:00:25 მსოფლიო

30 აგვისტოდან ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს "Vostok-2022"–ს დაიწყებენ.

"ჩინეთის მონაწილეობა წვრთნებში მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლებასა და სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარის გაძლიერებას", - აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში და დასძენენ, რომ "აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან“.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ინდოეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და სხვა ქვეყნები.

"Vostok" რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S