უკრაინა ხერსონში რუსული ძალების საბრძოლო მასალის საცავების განადგურებაზე იუწყება
29/08/2022 07:48:29 მსოფლიო
უკრაინა ხერსონში რუსული ძალების საბრძოლო მასალის საცავების განადგურებაზე იუწყება.
"უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ საოლქო ცენტრში საბრძოლო მასალის საცავებსა და მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილს დაარტყეს. ორკებისთვის წუხანდელი ღამე იოლი არ იყო. ბევრისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდა", – აცხადებს ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი.


