თურქეთი საბერძნეთს ხმელთაშუა ზღვის თავზე თურქული თვითმფრინავების დევნაში ადანაშაულებს
29/08/2022 07:12:12 მსოფლიო
ანკარამ ათენი ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში თურქული თვითმფრინავების წინააღმდეგ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებაში დაადანაშაულა.
როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმასამინისტროში 29 აგვისტოს განაცხადეს, ინციდენტი 23 აგვისტოს მოხდა: კრეტაზე განთავსებულმა ბერძნულმა S-300–ის სარაკეტო სისტემამ მიზანში ამოიღო თურქული F-16, რომელიც 10 000 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავდა როდოსის მახლობლად.
თურქეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რადარის ბლოკირება, ნატო–ს წესების მიხედვით, მტრულ აქტად ითვლება.
საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამავდროულად, საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზია Ert სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით უარყოფს ანკარის ბრალდებას.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ნატოს წევრია, ორ მეზობელს შორის დიდი ხნის დავა მიმდინარეობს ზღვაზე და ჰაერში, რამაც თითქმის შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.
ათენი ანკარას საბერძნეთის კუნძულებზე გადაფრენაში ადანაშაულებს. თავის მხრივ თურქეთი საბერძნეთს ადანაშაულებს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ჯარების განლაგებაში, რაც არღვევს პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებებს.


