Accentnews.ge
რუსი ნაციონალისტი "აზოვსტალის" მცველის თავის ქალით" – უკრაინამ გაერო–ს მიმართა

რუსი ნაციონალისტი "აზოვსტალის" მცველის თავის ქალით" – უკრაინამ გაერო–ს მიმართა

29/08/2022 06:46:21 მსოფლიო

უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა გაერო–ს მიმართა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელზეც ასახულია რუსული კერძო სამხედრო კომპანიის Е.Н.О.Т. ერთ-ერთ ხელმძღვანელად მიჩნეული იგორ მანგუშევი ხელში თავის ქალით. როგორც თავად მანგუშევი ამტკიცებს "ეს მოკლული უკრაინელის, "აზოვსტალის" ერთ-ერთი დამცველის თავის ქალაა".

"ის, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს ცოცხლებთან მიმართებაში, საიდუმლო არ არის, მაგრამ იგივე ხდება გარდაცვლილებთან მიმართებაში. პროპაგანდისტების მეშვეობით რუსები აგრძელებენ უკრაინელების დეჰუმანიზაციას, ამართლებენ მასობრივ მკვლელობებს. რუსეთის ასეთი ქმედებების ერთადერთი მიზანი დაღუპულთა ახლობლებისთვის კიდევ ერთხელ ტკივილის მიყენებაა. როგორც ომბუდსმენმა, მე უკვე ვაცნობე გაერო–ს საგამოძიებო კომისიის ფაქტების დამდგენი ჯგუფის ხელმძღვანელს ოლე სოლვანგს და დავუკავშირდები უკრაინის გენერალურ პროკურატურას",- აცხადებს უკრაინის ომბუდსმენი.

ვიდეოში მანგუშევი აღიშნავს, რომ "რუსეთი იბრძვის უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეის წინააღმდეგ და ამ იდეის ყველა მატარებელი უნდა განადგურდეს“.

მისი თქმით, რუსეთმა „საკუთარი მიწები“ უნდა დაიბრუნოს და არ აინტერესებთ, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი უნდა მოკლან და როგორ.

სად არის გადაღებული ვიდეო და როდის უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S