უკრაინა: "მტერი მარიუპოლის თეატრის „რეკონსტრუქციას“ ჩქარობს, რათა ომის დანაშაულების კვალი წაშალოს"
29/08/2022 06:22:12 მსოფლიო
"მტერი მარიუპოლის თეატრის „რეკონსტრუქციას“ ჩქარობს, რათა ომის დანაშაულების კვალი წაშალოს", – ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს.
"ოკუპანტები მალავენ საკუთარ სამხედრო დანაშაულს... ისინი ჩქარობენ, რათა „რეკონსტრუქციის“ გზით გაანადგურონ ომის დანაშაულების ყველა კვალი და მტკიცებულება", – აცხადებს ანდრიუშჩენკო.
რუსულმა ძალებმა მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრს თავს ასობით ადამიანი აფარებდა, რომელთა უმეტესობა ბავშვები და ქალები იყო. უკრაინული მხარის განცხადებით, მომხდარის შედეგად 300–მდე ადამიანი დაიღუპა.


