Accentnews.ge
ჰაბეკი:”გერმანია გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს“

ჰაბეკი:”გერმანია გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს“

28/08/2022 20:16:53 მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს, რაც იმედს აძლევს ქვეყანას, რომ ზამთარში გაზის მწვავე დეფიციტის თავიდან არიდებას შეძლებს.

რობერტ ჰაბეკის თქმით, საცავების 85%-ით შევსებას გერმანია ოქტომბრისთვის ვარაუდობდა, თუმცა ამ მიზანს უკვე სექტემბრის დასაწყისისთვის მიაღწევენ.

როგორც მინისტრი განმარტავს, აგვისტოს თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის მხოლოდ 9.5% იყო რუსეთიდან მიღებული, მაშინ, როდესაც გასულ წელს მოხმარებული აირის 55% რუსულ გაზზე მოდიოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S