Accentnews.ge
სახდეპი:”რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს“

სახდეპი:”რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს“

28/08/2022 20:02:50 მსოფლიო

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონფერენციის საბოლოო დოკუმენტი დაბლოკა, რადგან ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, თავად დაბლოკოს კონსენსუსი, რომელიც არსებობდა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონფერენციის ბოლოს მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. რუსეთმა ეს გააკეთა, რადგანაც არ სურს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული რადიოლოგიური რისკი აღიაროს“, – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.

აშშ ეთანხმება უკრაინის მოთხოვნას, რომ რუსმა სამხედროებმა, რომელთაც სადგური მარტის შემდეგ აქვთ ოკუპირებული, ტერიტორია უნდა დატოვონ. ამასთან, გაერო მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S