თურქეთში ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი, 38 კი დაშავდა
28/08/2022 19:58:05 მსოფლიო
თურქეთში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტი ბურსას პროვინციაში მოხდა. წინასწარი ცნობით, ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ხევში გადავარდა. დაღუპულებს შორის არის ავტობუსის მძღოლიც.


