Accentnews.ge
კულება:"მთელი კონტინენტი საფრთხეშია, ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს"

კულება:"მთელი კონტინენტი საფრთხეშია, ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს"

28/08/2022 15:44:35 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რითაც მთელი კონტინენტი საფრთხეშია.

მისი თქმით, რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ სადგურიდან, რადგან მათ იქ არაფერი ესაქმებათ.

„ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან - მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის: რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.

გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S