Accentnews.ge
აშშ-ის საზღვაო ძალები:"ტაივანის სრუტეში ორი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა"

აშშ-ის საზღვაო ძალები:"ტაივანის სრუტეში ორი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა"

28/08/2022 10:17:32 მსოფლიო

ტაივანის სრუტეში ორი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალები ავრცელებს. ეს პირველი ასეთი ოპერაციაა ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტს მოყვა.

როგორც ვაშინგტონში განმარტავენ, ხომალდების მიერ სრუტის გადაკვეთა საერთაშორისო წყლებში თავისუფლად ნავიგაციის დემონსტრირებაა.

აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის სრუტეში, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ჩინეთი კუნძულოვან სახელმწიფოს თავის ნაწილად მიიჩნევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S