პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ნასამს“ შეიძენს
27/08/2022 09:04:31 მსოფლიო
პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ნასამს“ შეიძენს.
თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი უკვე გააფორმა ამერიკულ კომპანია „რეითეონთან“. საუბარია ექვს ერთეულზე.
სისტემების მიწოდების ბოლო თარიღად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარი გამოუყო. აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო სისტემები სწორედ ამ თანხიდან დაფინანსდება.
მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთი 775 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტით გათვალისწინებული შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.


