ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების მეშვიდე პაკეტს ნორვეგიაც შეუერთდა
27/08/2022 04:59:34 მსოფლიო
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების მეშვიდე პაკეტს ნორვეგიაც შეუერთდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
სანქციების მე-7 პაკეტი ძალაში 21 ივლისს შევიდა და ის რუსული ოქროს შესყიდვას კრძალავს.
რამდენადაც ნორვეგია ევროკავშირის წევრი არ არის, სანქციების საკითხი ქვეყნის პარლამენტმა დამოუკიდებლად განიხილა და დაამტკიცა.


