Accentnews.ge
კიევი:უკრაინამ რუსეთის 50-ზე მეტი სამხედრო საწყობი ისე გაანადგურა, რომ არცერთი HIMARS-ი არ დაუკარგავს

კიევი:უკრაინამ რუსეთის 50-ზე მეტი სამხედრო საწყობი ისე გაანადგურა, რომ არცერთი HIMARS-ი არ დაუკარგავს

26/08/2022 15:17:09 მსოფლიო

"უკრაინამ რუსეთის 50-ზე მეტი სამხედრო საწყობი ისე გაანადგურა, რომ არცერთი HIMARS-ი არ დაუკარგავს. დასავლეთის მიერ გადმოცემული ზალპური ცეცლის ყველა სისტემა ფრონტზე საბრძოლო ამოცანების შესრულებას განაგრძობს" - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

"20+ უკრაინული HIMARS-ი, M270 და MARS-ი - ყველაფერი მწყობრში რჩება" - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: კრემლი პერიოდულად ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინული HIMARS-ების განადგურების შესახებ, თუმცა ამას რეალურით ვერაფრით ადასტურებს.

პენტაგონს არაერთხელ შეუქია უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ მიერ ამ სისტემების გამოყენების მაღალი ეფექტურობის გამო.

მტრის სამიზნეების გასანადგურებლად უკრაინული ჯარი 70-80 კმ მოქმედების რაკეტებს იყენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S