"ენერგოატომი": რუსეთი ზაპოროჟიეს აეს-ზე დაგეგმილი პროვოკაციის ფარგლებში რადიაციის გაფრქვევისთვის ემზადება
26/08/2022 15:05:36 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში 10 მობილური ქიმიური ლაბორატორია შეიტანეს და ზაპოროჟიეს აეს-ზე მათ მიერვე დაგეგმილი პროვოკაციის ფარგლებში რადიაციის შესაძლო გაფრქვევის შემთხვევაში რუსული არმიის ოფიცრებისა და გენერლების გადასარჩენად ემზადებიან,- იუწყება უკრაინული კომპანია "ენერგოატომი".
"ეს მორიგი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ბირთვული ტერორიზმის აქტის განსახორციელებლად ემზადება, რომელსაც ზაპოროჟიეს აეს-ზე ავარიის პროვოცირებით გეგმავს. მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, გაერო-ს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან და ქალაქ ენერგოდარიდან რუსი სამხედროების გაყვანას, სადგურის დემილიტარიზებას და უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნებას" - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ქალაქ ენერგოდარის ოკუპაცია 4 მარტს განახორციელეს. მას შემდეგ რუსეთი უარს აცხადებს ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის ჩამოყალიბებაზე.


