AP: "ირანმა რუსეთს ასობით დრონი გადასცა"
26/08/2022 14:56:41 მსოფლიო
თეირანისადმი ვაშინგტონის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, რუსეთმა ირანისგან უკვე მიიღო ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება, გამოიყენოს,- იუწყება AP დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ირანული დრონების მიღების შესახებ ინფორმაცია იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც აშშ და ევროკავშირი 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების რეანიმირებას ცდილობენ. ეს შეთანხმება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თეირანის ბირთვულ პროგრამას ზღუდავდა.


