Accentnews.ge
"არავითარი ნაცისტები ისინი არ არიან": ლუკაშენკომ უკრაინელების შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა

"არავითარი ნაცისტები ისინი არ არიან": ლუკაშენკომ უკრაინელების შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა

26/08/2022 14:23:53 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-7 თვეს უკრაინელების შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "არავითარი ნაცისტები ისინი არ არიან".

"მათში ცუდი არაფერია, არავითარი ნაცისტები ისინი არ არიან. "ნაციკები" - ეს ისინი არიან, ვინც ზემოთაა, დაწყებული მათით, ვინც ეწევა, ყნოსავს, სვამს... ადამიანები კი კარგები არიან. ეს ჩვენი ადამიანებია. ამიტომაც აუცილებლად ჩავთვალე, როგორც ყოველთვის, მიმელოცა უკრაინელი ხალხისთვის" - ასე განმარტა ლუკაშენკომ, რომლის ქვეყნის ტერიტორიიდან უკრაინა იბომბება, 24 აგვისტოს უკრაინისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა.

"ჩემი წინაპრების ფესვები სადღაც ჩერნიგოვსა და კიევს შორის ტერიტორიიდან მოდის. ჩემი გვარი თავად მეტყველებს. მადლობა ღმერთს, მე ის შევინარჩუნე. რაც შეეხება უკრაინის სახელმწიფოს, ის ჩვენი მეზობელია, მეზობლებს კი, როგორც ხშირად მითქვამს, არ ირჩევენ - ისინი ღმერთის მიერაა ბოძებული. ხოლო რაკი ღმერთის მიერაა ბოძებული, ჩვენ მათ სათანადოდ უნდა მოვეპყრათ. გარდა ამისა, არსებობს მესამე ფაქტორი - ისინი ჩვენი სლავები არიან, ჩვენ ყველას ერთი ფესვი გვაქვს. და საერთოდაც, ყოველთვის გატაცებული ვიყავი უკრაინით" - დასძინა ლუკაშენკომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S