უკრაინელებმა ხერსონის სიახლოვეს დარიევის ხიდს დაარტყეს
26/08/2022 14:16:12 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ხერსონის სიახლოვეს მდინარე ინგულეცზე გამავალ დარიევის ხიდს დაარტყეს, რითაც რუსული ჯარის მომარაგებისთვის მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი გახადეს, - იუწყება სამხრეთ მიმართულების ოპერატიული სარდლობა.
"სარაკეტო-საარტილერიო ქვდანაყოფები აგრძელებენ საცეცხლე ამოცანების შესრულებას, მათ შორის დარიევის ხიდზე კონტროლის უზრუნველყოფის მიმართულებით" - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
ხსენებული ხიდი ახალ კახოვკას 35 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ხერსონს - 15 კილომეტრით. ეს უკრაინელების მიერ ხიდზე დარტყმის პირველი შემთხვევა არ არის. 23 ივლისს იგი მტრის ლოჯისტიკის გასანადგურებლად ასევე დაიბომბა.


