Accentnews.ge
ლუკაშენკო: "ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის ადაპტირებულია"

ლუკაშენკო: "ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის ადაპტირებულია"

26/08/2022 13:56:58 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის მზადაა.

"ჩვენ პუტინთან ერთად განვაცხადეთ, რომ Su-24-ის ბელარუსულ თვითმფრინავებს განვაახლებთ იმისათვის, რომ მათ ბირთვული იარაღის გადატანა შეძლონ. რა გგონიათ, უბრალოდ ვყბედობდით? ყველაფერი მზადაა!", - განაცხადა ლუკაშენკომ.

გამოცემა RBK აზუსტებს, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან Su-24 ჯერ კიდევ 2012-ში გაიყვანეს."რადიო თავისუფლება" წერს, რომ ბელარუსის სახელისუფლებო გამოცემა "ბელტამ" ლუკაშენკოს ციტატიდან ის ნაწილი ამოიღეს, სადაც Su-24–ზე საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S