Accentnews.ge
ჯიშკარიანი – სააკაშვილზე: "ჯანდაცვამ ორ უცხოელ ექსპერტზე ლიცენზიები გასცა, კიდევ ორზე ჯერ არა"

ჯიშკარიანი – სააკაშვილზე: "ჯანდაცვამ ორ უცხოელ ექსპერტზე ლიცენზიები გასცა, კიდევ ორზე ჯერ არა"

26/08/2022 13:52:52 პოლიტიკა, საზოგადოება

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტომ უცხოელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტზე და ექსპერტ-ფსიქიატრზე, რომლებმაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მიიღონ, დროებითი ლიცენზიები გასცა.

"ჩვენ მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროდან ელექტრონულად დოკუმენტი, რომ ორ ექსპერტზე სასაართლო სამედიცინო ექსპერტი და ექსპერტ-ფსიქიატრზე არის თანხმობა",- აცხადებს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, კიდევ ორ ექსპერტზე ჯერ-ჯერობით ჯანდაცვის სამინისტროდან დროებითი ლიცენზიის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ მისულა:

"გუშინ შეტანილი იყო დანარჩენ 2 ექსპერტზეც დოკუმენტაცია, ვეცდები გავარკვიო როდის იქნება მათზე თანხმობა".

ჯიშკარიანი ამბობს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი საქართელოში 29 აგვისტოს ჩამოვა და იგი იმ დღესვე უნდა შევიდეს კლინიკა "ვივა მედში". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ვიზიტის შესახენ ინფორმირებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S