მედიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კრემლის გეგმები დაადგინა
26/08/2022 10:58:00 მსოფლიო
რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების ჩატარებას არა 11, არამედ 14 სექტემბერს გეგმავს, - იუწყება რუსული გამოცემა Вёрстка რუსეთის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით და იქვე დასძენს, რომ კრემლი უკრაინულ ფრონტზე წარუმატებლობის გამო ჩქარობს.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, 14 სექტემბერი საბოლოო თარიღი არ არის, და საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის მიხედვით შეეძლება, შეიცვალოს.
ცნობისთვის: 14 სექტემბერს "ნეიტრალურ თარიღს" უწოდებენ - მანამდე სამი დღით ადრე რუსეთში "ერთიანი ხმის მიცემის დღე" სრულდება.
გამოცემის ინფორმაციით, კრემლი გეგმავს, ფსევდორეფერენდუმების შედეგებში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან მიერთების 80%-იანი მხარდაჭერა დააფიქსიროს.
სავარაუდოდ, ფსევდორეფერენდუმები ჩატარდება ოკუპირებულ დონბასში, ხოლო ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლი მათი ჩატარებისგან თავს შეიკავებს.
აღსანიშნავია, რომ სადღეისოდ აგრესორის ჯარს დონეცკის ოლქის მხოლოდ 60% აქვს ოკუპირებული - მეტს პუტინმა ომის 6 თვის განმავლობაში ვერ მიაღწია.


