გერმანელი დიპლომატი: "რუსეთი გაზს წვავს, რადგან მისი გაყიდვა სხვაგან აღარ შეუძლია"
26/08/2022 10:32:17 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში გერმანიის ელჩ მიგელ ბერგერის განცხადებით, "რუსეთი გაზს წვავს, რადგან მისი გაყიდვა სხვაგან აღარ შეუძლია".
"ევროპული ძალისხმევა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ძლიერ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. რუსებს სხვა ადგილები არ აქვთ, სადაც შეუძლიათ, გაზი იმ რაოდენობით გაყიდონ, რა რაოდენობითაც ევროპას აწვდიდნენ, ამიტომ მათ გაზი უნდა დაწვან", – განუცხადა BBC–ს დიპლომატმა.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 4,34 მილიონი კუბური მეტრი გაზი იწვის ყოველდღიურად ქარხანაში, რომელიც ფინეთის საზღვართან მდებარეობს.
მეცნიერები შეშფოთებულნი არიან ნახშირორჟანგისა და მის მიერ წარმოქმნილი ჭვარტლის დიდი მოცულობით, რამაც, მათი თქმით, შესაძლოა, გააძლიეროს არქტიკული ყინულის დნობა.


