Accentnews.ge
გაიდაი:"უკრაინელებმა კადიევკაში HIMARS-დან დარტყმით 200-მდე რუსი მედესანტე გაანადგურეს"

გაიდაი:"უკრაინელებმა კადიევკაში HIMARS-დან დარტყმით 200-მდე რუსი მედესანტე გაანადგურეს"

26/08/2022 10:05:35 მსოფლიო

უკრაინელებმა ღამით დროებით ოკუპირებულ კადიევკაში (ყოფილი სტახანოვი) HIMARS-დან წერტილოვანი დარტყმით რუსი მედესანტეების შტაბი გაანადგურეს, - იუწყება ლუჰანსკის ლეგიტიმური საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

მისივე ინფორმაციით, განადგურებულია 200-მდე რუსი მედესანტე, რომელიც სასტუმრო "დონბასში" იყვნენ დაბანაკებულები.

ღამითვე უკრაინელებმა ოკუპანტების არმიის კიდევ ერთი საწყობი და კავშირგაბმულობის კვანძი გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S