რას პასუხობს თურქეთის ფინანსთა მინისტრი აშშ–ის გაფრთხილებას
26/08/2022 10:00:42 მსოფლიო
თურქეთის ფინანსთა მინისტრი ნურედინ ნებათი ეხმიანება აშშ–ის გაფრთხილებას და აცხადებს, რომ აღნიშნულმა თურქი ბიზნესმენები არ უნდა შეაშფოთოს.
"აშშ–ის გაფრთხილებამ არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება ჩვენს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ცენტრია მსოფლიოში. თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით – ტურიზმის სექტორში, იმ ფარგლებში, რომელიც არ ექვემდებარება სანქციებს“, – განაცხადა ნებათიმ.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მოადგილემ უოლი ადეემომ თურქულ მხარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქული ბანკებისა და კომპანიების წინააღმდეგ დაწესდება სანქციები,თუ ისინი სანქცირებულ რუსებთან ითანამშრომლებენ.


