ბრიტანული დაზვერვა – შოიგუს განცხადება, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს "სამხედრო ოპერაციის" ტემპს უკრაინაში, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა
26/08/2022 08:13:39 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, "რუსეთის განცხადება, რომ იგი მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" ტემპს, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა".
მის ცნობით, რუსეთის შეტევა ფერხდება რუსეთის არასათანადო სამხედრო ქმედებისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო.
"დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა გაათავისუფლეს მინიმუმ, 6 გენერალი არასაკმარისად სწრაფი წინსვლის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2022 წლის 24 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ "რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ტემპს, რაც გამოწვეულია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირების აუცილებლობით".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. გაერო–ს ცნობით, უკრაინაში 13 ათასი სამოქალაქო პირი, მათ შორის 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა. მისი მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.


