Accentnews.ge
ISW – "რუსეთის მიერ ჯარის რიცხოვნობის ზრდა მცირე იქნება და ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს"

ISW – "რუსეთის მიერ ჯარის რიცხოვნობის ზრდა მცირე იქნება და ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს"

26/08/2022 07:03:41 მსოფლიო

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სრული მობილიზაცია გამოაცხადოს.

"პუტინის ბრძანებულებით 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ნომინალური საბოლოო ძალა 137 000 ადამიანით გაიზრდება ( 1 013 628-დან 1 150 628-მდე) . რუსი სამხედროები სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრის შედეგად ზარალის აღდგენას და უკრაინაში მათი ოპერაციის შესანარჩუნებლად ძალების გამომუშავებას ცდილობენ. შედარებით მოკრძალებული (თუმცა სავარაუდოდ ჯერ კიდევ მიუღწეველი) საბოლოო მიზნის შესახებ განცხადება მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი ემხრობა სრული მობილიზაციის თავიდან არიდებას. კრემლი ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებს პუტინის ბრძანების შესრულებას და სამხედრო ძალას 1,150,000-მდე გაზრდის. რუსეთს უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით 850 000 მოქმედი სამხედრო ჰყავდა", – აცხადებს "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" .

ISW–ს ცნობით, რომ რუსეთს სავარაუდოდ, სერიოზული დაბრკოლებები შეექმნა ახალი ჯარისკაცების დამატების პროცესში.

"კრემლმა შეიძლება, პუტინის ბრძანებულების შესასრულებლად გამოიყენოს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამატებითი ძალები ან/და მოხალისეთა ქვედანაყოფები, რომლებიც ოფიციალურად ჯარის შემადგენლობაში არ შედიან. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის მიერ ჯარის ზრდა მცირე იქნება და ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს", - აცხადებს "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S