უკრაინა – მიმდინარე კვირაში რუსების საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გავანადგურეთ
26/08/2022 06:35:57 მსოფლიო
მიმდინარე კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის საბრძოლო მასალის 7 საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
„საბრძოლო მასალის საცავი არის ჩვენი არტილერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე, რადგან ეს არის მარაგი, რომლის გამოყენებასაც მტერი აპირებდა ჩვენი დანაყოფების წინააღმდეგ“, - აცხადებენ სამხრეთის სარდლობაში.
მისი ცნობით, აღნიშნული მონაცემები ჯერჯერობით საბოლოო არ არის.


