Accentnews.ge
მსოფლოში ახალი, ინფექციური დაავადება "პომიდვრის გრიპი" გამოჩნდა

მსოფლოში ახალი, ინფექციური დაავადება "პომიდვრის გრიპი" გამოჩნდა

25/08/2022 19:13:58 მსოფლიო

მსოფლოში ახალი, ინფექციური დაავადება "პომიდვრის გრიპი" გამოჩნდა.

როგორც The Washington Post იუწყება, "პომიდვრის გრიპი" ძალიან გადამდებია. იგი ამ ეტაპზე მხოლოდ ინდოეთში ცირკულირებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად დაავადება მაისში კერალას შტატში დაფიქსირდა. ის ამ ეტაპზე ბავშვებში ვრცელდება და ივლისის ჩათვლით პერიოდში ხსენებულ შტატში 5 წლამდე ასაკის 82 ბავშვს დაუდგინდა. მოგვიანებით, ვირუსი ინდოეთის კიდევ 3 შტატში გავრცელდა, სადაც ინფიცირებულ ბავშვთა ასაკი 1–და 9 წლამდე მერყეობს.

"დაავადებით ინფიცირებისას სხეულზე წითელი და მტკივნეული ბუშტუკები ჩნდება, რომლებიც თანდათან იზრდება პომიდვრის ზომამდე. სწორედ ამის გამო ეწოდა მას "პომიდვრის გრიპი", – ნათქვამია ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში Lancet–ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის თანახმად, ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

"პომიდვრის გრიპი" არის თვითშეზღუდვადი დაავადება - ის სპონტანურად წყდება მკურნალობის გარეშე - მისი მკურნალობისთვის არ არსებობს კონკრეტული წამალი", ნათქვამია Lancet–ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

დაავადების ძირითადი სიმპტომებია: მაღალი სიცხე, გამონაყარი და სახსრების ძლიერი ტკივილი. მას ასევე ახასიათებს სხვა სიმპტომები: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და გრიპის მსგავსი სიმპტომები.

სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ "პომიდვრის გრიპის" ზოგიერთი სიმპტომი ძალიან ჰგავს კორონავირუსით გამოწვეულ სიმპტომებს, მას "Covid-19"-თან არანაირი კავშირი არ აქვს.

"პომიდვრის გრიპის" დიაგნოსტირება ხდება მას შემდეგ, რაც ტესტი გამორიცხავს დენგეს ვირუსს, ჩიკუნგუნიას ცხელება, ზიკას, ჩუტყვავილასა და ჰერპესს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S