"უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა"
25/08/2022 16:56:33 მსოფლიო
უკრაინის ვიცე–პრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა.
"თუ ბავშვს ვპოულობთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მის დასაბრუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ამ გზით 53 ბავშვი სამშობლოში უკვე დაბრუნდა", - ამბობს ვერეშჩუკი.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებით, მშობლებს, ნათესავებსა და ნაცნობებს შეუძლიათ მიმართონ რეინტეგრაციის სამინისტროს "ცხელ ხაზს".
გარდა ამისა, ვერეშჩუკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე.


