Accentnews.ge
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე

25/08/2022 14:19:19 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდას 1 902 000-დან 2 039 758–მდე.

25 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სამხედროთა რაოდენობა 1 013 628-დან 1,150,628-მდე გაიზრდება.

ბრძანება ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვარს.

ბრძანების გავრცელების ფონია მეშვიდე თვეში შესული ომი უკრაინაში, რომელიც დაიწყო მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრით და რომლის დროსაც ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსეთის არმიას დიდძალი დანაკარგი აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S