Accentnews.ge
საქართველოში ბორის ელცინის შვილიშვილი ისვენებს

საქართველოში ბორის ელცინის შვილიშვილი ისვენებს

25/08/2022 13:01:21 საზოგადოება

რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის შვილიშვილი მარია იუმაშევა საქართველოში ისვენებს.

„საქართველო - სიყვარული“, – წერს ინსტაგრამზე 20 წლის იუმაშევა.

რუსეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი რესტორნიდან გადაღებული თბილისის ხედების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გააზიარა.

ბორის ელცინის ექვს შვილიშვილს შორის მარია ყველაზე უმცროსია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარია იუმაშევა ლონდონში ომის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა, ინსტაგრამში კი და წერა: „არა ომს“. ფეისბუკში მსგავსი მოწოდებით გამოვიდა დედამისი, ტატიანა იუმაშევა.

24 თებერვლის შემდეგ საქართველო რუსი ემიგრანტებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად იქცა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს შორის რაოდენობით პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან. ივლისში საქართველოს რუსეთის 156 ათასი მოქალაქე ეწვია.

სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს. მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეების ჭარბად და უკონტროლოდ შემოდინება საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მხოლოდ მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა 6419 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც მთელ წინა წელთან შედარებით, 7-ჯერ მეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S