Accentnews.ge
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა

25/08/2022 11:57:51 საზოგადოება

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 20 აგვისტოს დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

პატიმარი კლინიკაში 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

გამოძიების ვერსიით, 20 აგვისტოს გურამ სვანიძე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში უკნიდან მიეპარა ესკორტის ოფიცერს, ამოაცალა იარაღი და სამჯერ გაისროლა, ერთ-ერთი ტყვიით კი თავის არეში მიიყენა დაზიანება. გურამ სვანიძის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა.

გამოძიების ფარგლებში 23 წლის ესკორტის ოფიცერი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით დააკავეს, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S