Accentnews.ge
უკრაინამ ესპანეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ ესპანეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

25/08/2022 11:22:16 მსოფლიო

ესპანეთმა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანმანქანები გადასცა, - იუწყება El Pais. სამხედრო ტვირთი მოიცავს 20 ჯავშანმანქანას, საბრძოლო მასალას საველე არტილერიისთვის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სრულ ბატარეას, 2,5 მილიონი ევროს ღირებულების ათას ტონა დიზელს.

ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა უკვე უკრაინელთა განკარგულებაშია.

გარდა ამისა, ესპანეთში უკვე მზადაა უკრაინაში გასაგზავნად 30 ათასი ცალი ზამთრის სამხედრო ფორმა, 15,6 ათასი ქურთუკი, 15 ათასი სპეც ფორმა და რამდენიმე ათასი ერთეული დამატებითი ტანსაცმელი, რომლებიც კიევში სექტემბერში გაიგზავნება.

თუმცა როგორც ესპანეთში უკრაინის ელჩმა სერგეი პოგორელცევმა განაცხადა, ყველაზე მეტად კიევი დაინტერესებულია 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცებისა და 122-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების მიწოდებაში და ამ საკითხზე ესპანეთის მთავრობასთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S