Accentnews.ge
პარტიზანებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსული შტაბი ააფეთქეს (VIDEO)

პარტიზანებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსული შტაბი ააფეთქეს (VIDEO)

25/08/2022 10:58:39 მსოფლიო

უკრაინელმა პარტიზანებმა ზაპოროჟიეს ოლქში, მელიტოპოლის ოკუპირებულ ოლქში ააფეთქეს რუსი ოკუპანტების შტაბი, რომელშიც ისინი ფსევდორეფერენდუმს ამზადებდნენ, - იუწყება მელიტოპოლის მერი ივან ფეოდოროვი.

"წინააღმდეგობის ძალები არა უბრალოდ მიანიშნებენ, არამედ უკვე ღიად უჩვენებენ ოკუპანტებს, რომ მათ აქ არ მიესალმებიან. ყველა და ყველაფერი, რაც ფსევდორეფერენდუმებისთვის მზადებას უკავშირდება, ადგილზე განადგურდება" - წერს მერი თავის ტელეგრამ-არხში.

შტაბი დაბა პრიაზოვსკოეში მდებარეობდა.

ფეოდოროვის ინფორმაციით, სწორედ ამ შენობიდან გაიცემოდა ადგილობრივებზე რუსული პასპორტები.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინელმა პარტიზანებმა ოკუპანტების შტაბი თავად მელიტოპოლშიც ააფეთქეს, კიდევ უფრო ადრე - ქალაქის სიახლოვეს არსებული სარკინიგზო ხიდი, რის შმედეგაც დამპყრობლებმა მელიტოპოლსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში პარტიზანების გამოსავლენად მასობრივი საფილტრაციო ღონისძიებები წამოიწყეს.

როგორც ცნობილია, მელიტოპოლი 26 თებერვლიდან ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S