Accentnews.ge
საგანგებო – ვმუშაობთ, რომ ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე

საგანგებო – ვმუშაობთ, რომ ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე

25/08/2022 10:36:09 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ცნობებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.

მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მე–7 დღეა, ბორჯომში მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S