Accentnews.ge
Human Rights Watch : უკრაინაში კასეტური ბომბების გამოყენებას 689 ადამიანი ემსხვერპლა

Human Rights Watch : უკრაინაში კასეტური ბომბების გამოყენებას 689 ადამიანი ემსხვერპლა

25/08/2022 09:55:09 მსოფლიო

უკრაინაში კასეტური ბომბების გამოყენებას 689 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცავი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში სახელწოდებით "Cluster Munition Monitor 2022" აღნიშნულია, რომ რუსეთმა ფართოდ გამოიყენა კასეტური ბომბები 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მაშინ, როცა უკრაინის ჯარმა ამგვარი იარაღი სავარაუდოდ, სულ მცირე, სამჯერ აამოქმედა.

Human Rights Watch მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას, შეწყვიტონ ხსენებული იარაღის გამოყენება.

რუსეთი არ უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენებას და აცხადებს, რომ ისინი „კანონიერია“ და „საზიანოა მხოლოდ მათი არასწორი გამოყენებისას“. ანგარიშის თანახმად, უკრაინამ ასევე გამოიყენა კასეტური ბომბები, სულ მცირე სამ შემთხვევაში - თავის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა. რუსეთის მსგავსად, უკრაინაც არ უარყოფს კონფლიქტის დროს კასეტური ბომბების გამოყენებას მაგრამ აცხადებს, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S