Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა

25/08/2022 09:14:25 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა.

„ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ბლინკენი აცხადებს, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად რიკერი​ს დანიშვნა მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ ჟენევის დისკუსიებს საქართველოსთან დაკავშირებით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ დაეხმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური დარეგულირების მიღწევაში.

„ფილიპ რიკერი ითანამშრომლებს თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ასევე იმუშავებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლში, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის ფასილიტაცია მოახდინოს. ამ დროს რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S