
EUAA – ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 183%-ით გაიზარდა
24/08/2022 19:53:55 საზოგადოება
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა.
EUAA–ს მონაცემებით, 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი.
2021 წელს ეს მაჩვნებელი 2 855 იყო. ანგარიშში წერია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში თავშესაფრის თაობაზე საქართველოს მოქალაქეების განცხადებები უმეტესად სამმა ქვეყანამ მიიღო:
- საფრანგეთი (2 725 განაცხადი);
- გერმანია (2 455 განაცხადი);
- იტალია (1 100 განაცხადი).
გასულ წელსაც საქართველოს მოქალაქეების აპლიკაციები ძირითადი ნაწილი, საფრანგეთზე, გერმანიასა და იტალიაზე მოდიოდა.
2022 წელს გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ირლანდიასა (420 განაცხადი) და ბელგიაში (315).